საქართველოს საფეხბურთო ნაკრების და ლიმასოლის არისის თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია ტრავმირებულია და მინიმუმ ერთი თვე იუქმებს.
31 წლის ფორვარდი ლარნაკას აეკ-ის წინააღმდეგ შეხვედრაში დაშავდა და თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა - გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი ქართველ ფორვარდს 4-6 კვირა გაუცდება.
ცნობისთვის, ქვილითაიამ კვიპროსის მიმდინარე ჩემპიონატში ჩატარებულ 9 შეხვედრაში თავი 5 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.