საქართველოს ნაკრების ცენტრალური თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია "აპოელს" დაემშვიდობა, რომლის რიგებშიც აწ უკვე დასრულებულ სეზონში ჩემპიონობა მოიპოვა და კარიერას ასევე კვიპროსულ "არისში" გააგრძელებს. ეს ტრანსფერი ცოტა მოულოდნელია, რადგან გიორგი "აპოელისთვის" მნიშვნელოვან ფეხბურთელად ითვლებოდა და გუნდის კაპიტანიც გახლდათ. ქვილითაიამ გასულ სეზონში კვიპროსის ჩემპიონატის 30 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და თავი 8 გატანილი გოლით გამოიჩინა. ასე, რომ ამიერიდან "აპოელში" მხოლოდ ერთი ქართველი დარჩა ლაშა დვალის სახით.
რაც შეეხება "არისს" - გუნდმა გასული სეზონი 65 ქულით მეოთხე პოზიციაზე დაასრულა, გუნდის მთავარი მწვრთნელი კი, ახალგაზრდა 36 წლის ბელარუსი ალექსეი შპილევსკია.
აქვე გეტყვით, რომ ქვილითაიას კარიერის განმავლობაში თბილისის "სასკოში", უნგრულ "დიორ ეტოში", გორის "დილაში", თბილისის "დინამოში", ვენის "რაპიდში", ბელგიურ "გენტსა" და კვიპროსულ "ანორთოსისში" უთამაშია. ქვილითაიას ანგარიშზე საქართველოს ეროვნულ გუნდში 38 თამაშში 8 გატანილი გოლია.