საქართველოს ნაკრების ფორვარდის გიორგი ქვილითაიას ახალი კლუბი ცნობილია - 30 წლის შემტევი მომავალ სეზონშიც კვიპროსის ჩემპიონატში ითამაშებს, მაგრამ "არისის" რიგებში.
"ქვილითაია მწვანეა! ქართველმა თავდამსხმელმა 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. გვინდა გიორგი არისის ოჯახში მივიღოთ და წარმატებები ვუსურვოთ მწვანე მაისურში", - წერია კლუბის განცხადებაში.
ცნობისთვის, არისმა კვიპროსის ჩემპიონატის გასულ სეზონში 56 ქულით მეორე პოზიცია დაიკავა და პირველ ადგილოსან აპოელს 3 ქულით ჩამორჩა.