"აპოელის ვარსკვლავმა გუნდს ქულა მოუტანა" - კვიპროსული მედია ქვილითაიაზე » სპორტის ხაზი

"აპოელის ვარსკვლავმა გუნდს ქულა მოუტანა" - კვიპროსული მედია ქვილითაიაზე

"აპოელის ვარსკვლავმა გუნდს ქულა მოუტანა" - კვიპროსული მედია ქვილითაიაზე
3-01-2024, 13:04
Aa Aa
გაზიარება:

კვიპროსის ჩემპიონატის მე-17 ტურში ცენტრალური მატჩი აპოლონსა და აპოელს შორის შედგა, რომელიც ფრედ, 2:2 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ გიორგი ქვილითაიას აპოელი შეხვედრას ბოლო წამებამდე აგებდა, თუმცა ანგარიშის გათანაბრება სწორედ ქართველმა შეძლო, მატჩის შემდეგ კი ის ასეთი სიტყვებით შეამკეს:

"გიორგი ქვილითაია აპოელის ნამდვილი ვარსკვლავი იყო, მისმა თავურმა დარტყმამ კი გუნდს მნიშვნელოვანი ქულა მოუტანა."

"ქვილითაია მატჩის მთავარი გმირი იყო. მან ბოლო წამებზე ანგარიში გაათანაბრა და შეხვედრაში უკანასკნელი სიტყვა თქვა."

"ეს უმნიშვნელოვანესი დერბი იყო, რომლის მოგებასთანაც აპოლონი საკმაოდ ახლოს იყო, თუმცა მათი გეგმები ქვილითაიამ ჩაშალა"
, - წერენ კვიპროსში

ცნობისთვის, 30 წლის ფორვარდს კვიპროსის ლიგის 13 შეხვედრაში 4 გოლი აქვს გატანილი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი