ნეიმარი 1-წლიანი ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა და 30 წუთში კვლავ ტრავმა მიიღო » სპორტის ხაზი

ნეიმარი 1-წლიანი ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა და 30 წუთში კვლავ ტრავმა მიიღო

ნეიმარი 1-წლიანი ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა და 30 წუთში კვლავ ტრავმა მიიღო
5-11-2024, 13:26
Aa Aa
გაზიარება:

აზიის ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურის შეხვედრაში ესტეგლალისთან მატჩში ნეიმარი 1-წლიანი ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა, თუმცა კვლავ ტრავმა მიიღო და მოედნის დატოვება დროზე ადრე მოუწია.

ბრაზილიელი მატჩში 57-ე წუთზე ჩაერთო და მოედანი 86-ე წუთზე ბარძაყის ტრავმის გამო დატოვა.

ჯერჯერობით უცნობია თუ რა სიმძიმის ტრავმა მიიღო ფეხბურთელმა, თუმცა ის ფაქტი, რომ ნეიმარი ტრავმებისკენ მიდრეკილია აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ 32 წლის ფეხბურთელი უახლოეს დღეებში მოედანს ვერ დაუბრუნდება.

2023 წლიდან მოყოლებული, ნეიმარს ალ ჰილალის მაისურით მხოლოდ 6 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი