კონფლიქტი საუდის არაბეთში - ნეიმარმა გასახდელში იჩხუბა » სპორტის ხაზი

კონფლიქტი საუდის არაბეთში - ნეიმარმა გასახდელში იჩხუბა

კონფლიქტი საუდის არაბეთში - ნეიმარმა გასახდელში იჩხუბა
25-09-2023, 19:28
Aa Aa
გაზიარება:

ახალი სეზონი ნეიმარმა ახალ ჩემპიონატში დაიწყო - 31 წლის სუპერვარსკვლავმა "ალ ჰილალის" მაისური მოირგო და ცოტა ხნის წინ სადებიუტო მატჩიც ჩაატარა.

ესპანური მუნდო დეპორტივო იტყობინება, რომ აზიის ჩემპიონთა ლიგის შეხვედრის შემდეგ "ალ ჰილალის" მთავარმა მწვრთნელმა ნეიმარი გასახდელში საჯაროდ გააკრიტიკა. საქმე ისაა, რომ ბრაზილიელმა ფეხბურთელმა მოედანზე მეტოქეს ხელი ჰკრა, რაზეც მწვრთნელისგან კრიტიკაც მიიღო.

როგორც ირკვევა, ამ ყველაფრის შემდეგ ნეიმარმა გუნდის ხელმძღვანელობას მწვრთნელის გაშვება მოსთხოვა. მასსა და ჟორჟე ჟეზუსს შორის სერიოზული კონფლიქტია.

რაც შეეხება "ალ ჰილალის" გადაწყვეტილებას, ამ ეტაპზე, პორტუგალიელი სპეციალისტი კვლავ თანამდებობაზეა, მაგრამ არაბული კლუბისგან შედეგების გაუმჯობესების მოთხოვნა მიიღო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი