გალათასარაი მომდევნო სეზონიდან ფერნანდო მუსლერას გაშვებას აპირებს, მისი ჩანაცვლება კი თურქებს ალისონ ბეკერით სურს.
თურქულ მედიაში წერენ, რომ ლივერპულს გალათასარაი სეზონის ბოლოს დაუკავშირდება და ბრაზილიელი მეკარის ტრანსფერზე შეთანხმების მიღწევას შეეცდება.
გარდა თურქებისა, ალისონის ლივერპულიდან წასვლის შესახებ Caught Offside-მაც დაწერა, რომლის მტკიცებითაც მერსესაიდელთა ამჟამინდელი პირველი მეკარე სეზონის ბოლოს გეზს საუდის არაბეთისკენ აიღებს.
ცნობისთვის, მამარდაშვილი კონკურენციისთვის სრულ მზადყოფნაშია. ქართველი ამბობს, რომ ალისონთან ბრძოლა და სასტარტო ადგილის მოპოვება მისთვის შიშის წყაროს არ წარმოადგენს.