წარმატებული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, გიორგი მამარდაშვილის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა.
ქართველი მეკარის ტრანსფერზე ყველაზე მეტს მიუნხენის ბაიერნი აქტიურობდა, თუმცა, მამარდაშვილმა იქ თამაში ნოიერის გამო ამ ეტაპზე გამორიცხა - ახალგაზრდა მეკარეს მეორე ნომრად თამაში არ სურს.
football365-ის ინფორმაციით, გიორგის ტრანსფერით ლივერპული დაინტერესდა, რომელიც მზადაა ვალენსიას მოთხოვნილი თანხა გადაუხადოს.
წყაროს მტკიცებით, სავარაუდოა, რომ ინგლისური გუნდი ალისონ ბეკერმა დატოვოს, რადგან ბრაზილიელს საუდის არაბეთიდან აქვს შემოთავაზება.
აღნიშნული სცენარი კი იდეალურია გიორგი მამარდაშილისთვის, რადგან ალისონის წასვლის შემთხვევაში, 23 წლის მეკარე გუნდის ძირითადი მოთამაშე იქნება.