იტალიური მედიის ინფორმაციით, ნაპოლი მოთმინებით დაიღალა და ხვიჩა კვარაცხელიას გარემოცვას მკაცრი ულტიმატუმი წარუყენა.
ქართველი ფეხბურთელის მხარე ხელფასის სახით 8 მილიონ ევროს ითხოვს, ნაპოლი კი მზადაა, რომ ქართველს 2 მილიონით ნაკლები შესთავაზოს.
როგორც Il Mattino წერს, ნაპოლი კვარას აგენტისგან სწრაფ და გარკვეულ პასუხებს თვის ბოლომდე მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კონტრაქტის განახლებაზე საუბარი სეზონის დასრულებამდე აღარ გაიმართება.
გარდა ხელფასის თემისა, კიდევ ერთი გაურკვევლობა გამოსასყიდი თანხის გარშემოა შექმნილი, რადგან კვარას მხარე 80 მილიონი ევროს მითითებას ითხოვს, ნაპოლი კი ყაბულს არც ამაზეა.