ინგლისური და ესპანური გამოცემების მტკიცებით, ლივერპული მზადაა, რომ ვალენსიას გიორგი მამარდაშვილის სანაცვლოდ მოთხოვნის შესაბამისი წინადადება გაუგზავნოს.
ვალენსიას პრეზიდენტი, პეტერ ლიმი ქართველ მეკარეს მინიმუმ 40 მილიონ ევროდ აფასებს, რის გამოც მან ლივერპულს ორი წინადადება უკვე დაბლოკა.
სხვათა შორის, წყაროები იმასაც წერენ, რომ ლიმმა მამარდაშვილის გარემოცვას ულტიმატუმიც კი წარუდგინა. თუ ლივერპულის საწყისი წინადადება 40 მილიონით არ დაიწყება, მაშინ ქართველს ვალენსიაში დარჩენა იანვრამდე მოუწევს.
როგორც ჩანს, გააქტიურებისკენ მოუწოდებენ მამარდაშვილის აგენტს, ლევან სეთურიძესაც. ახლა მთავარი ისაა, რომ ლივერპულიდან მოთხოვნილი ფასი მალევე დააკმაყოფილონ, შემდეგ კი მამარდაშვილს ინგლისის პრემიერ ლიგაში თამაში დანამდვილებით შეეძლება.