თურქულ მედიასთან საუბარში ვიქტორ ოსიმენმა დაადასტურა, რომ სეზონის ბოლომდე გალათასარაიში დარჩება და კლუბის დატოვებას ზამთარში არ აპირებს.
არადა, განცდა იყო, რომ ამ დონის ფეხბურთელი ზამთარში ალტერნატივას მოძებნიდა ან კიდევ ნაპოლიში დაბრუნდებოდა, თუმცა გავრცელებული ჭორები 25 წლის ნიგერიელმა უარყო.
"აქ სეზონის ბოლომდე დავრჩები!", - განუცხადა ოსიმენმა ჟურნალისტებს.
პარალელურად ვრეცლდება ინფორმაცია, რომ თურქულმა კლუბმა ნიგერიელი ფორვარდის გამოსყიდვა გადაწყვიტა და იტალიურ კლუბს ფეხბურთელის სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო შესთავაზა.
ცნობისთვის, ვიქტორმა გალათასარაის მაისურით ჩატარებულ 7 შეხვედრაში თავი 4 გოლითა და 4 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.