ოსიმენს ფასი დააკლდა - რა დაუჯდებათ გუნდებს ნიგერიელი ფორვარდის დამატება » სპორტის ხაზი

ოსიმენს ფასი დააკლდა - რა დაუჯდებათ გუნდებს ნიგერიელი ფორვარდის დამატება

ოსიმენს ფასი დააკლდა - რა დაუჯდებათ გუნდებს ნიგერიელი ფორვარდის დამატება
10-07-2024, 17:29
Aa Aa
გაზიარება:

იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნაპოლის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა გუნდის შემტევის, ვიქტორ ოსიმენის სატრანსფერო თანხა შეამცირა.

აქამდე, თუ გუნდებს ნიგერიელი ფორვარდის სანაცვლოდ 130 მილიონი ევროს გადახდა უწევდათ, ახლა მისი კონტრაქტის გამოსყიდვა 110 მილიონ ევროდაც იქნება შესაძლებელი.

როგორც ჩანს, ანტონიო კონტე ოსიმენის წასვლის წინააღმდეგი არ არის და გუნდი ცდილობს რაც შეიძლება მალე მიიღოს ფინანსური სარგებელი ტრანსფერის სანაცვლოდ.

ცნობისთვის, აქამდე 25 წლის ფეხბურთელის ტრანსფერზე ყველაზე მეტად ლონდონის ჩელსი აქტიურობდა - რაც შეეხება ნაპოლის, გუნდი ოსიმენის შემცვლელად რომელუ ლუკაკუს ტრანსფერს განიხილავს, თან კონტეს ბელგიელთან მუშაობის გამოცდილება ინტერში დაუგროვდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი