როგორც უკვე მოგახსენეთ, ალ ჰილალი მზად არის ნაპოლის ვიქტორ ოსიმენის სანაცვლოდ 130 მილიონი ევრო გადაუხადოს, რაც რეკორდული თანხაა და ევროპული კლუბების შემოთავაზებასთან ახლოსაც არ არის.
სწორედ ამ მიზეზის გამო, სავარაუდოა, რომ თუ ამ სეზონში ოსიმენი გუნდს დატოვებს, ის არა ევროპაში, არამედ საუდის არაბეთში გადაბარგდება.
იტალიური მედია ამ სცენარის განვითარებას არ გამორიცხავს და უკვე ოსიმენის შემცვლელზეც საუბრობენ - მათი მტკიცებით, ანტონიო კონტემ ნაპოლის პრეზიდენტს ლონდონის ჩელსიდან რომელუ ლუკაკუს გადმობირება მოთხოვა.
ცნობისთვის, ჩელსი ლუკაკუს დაახლოებით 45 მილიონ ევროდ აფასებს, ნაპოლის კი ოსიმენის გაყიდვის შემთხვევაში ამ თანხის გადახდა არ უნდა გაუჭირდეს.