ჩინეთის სუპერ ლიგის 2024 წლის სეზონის ბოლო, 30-ე ტურში ვაკო ყაზაიშვილის "შანდონ ტაიშანმა" საკუთარ მოედანზე "მეიჟოუ ჰაკა" მიიღო და 2-1 იმარჯვა.
ქართველმა შემტევმა 79 წუთი ითამაშა და გუნდს გოლით, მე-16 წუთზე და საგოლე გადაცემით, მე-60 წუთზე, დაეხმარა.
ვაკომ ჩინეთის სუპერლიგის წლევანდელ სეზონში 7 გოლი და 6 ასისტი დაუგროვდა, გუნდმა კი სეზონი სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზე დაასრულა.