ქართველმა ფეხბურთელმა ვაკო ყაზაიშვილმა დღეს ჩინეთში სრული ბენეფისი მოაწყო.
მისმა გუნდმა ჩინეთის თასის 1/4 ფინალში მეტოქე 6:3 დაამარცხა და "შანდონგ ტაიშანის" შემადგენლობაში საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა.
ოთხ საგოლე გადაცემასთან ერთად ვაკომ გოლიც მიითვალა აქტივში და ჯამში 5 საგოლე მოქმედებაში მიიღო მონაწილეობა.
მიმდინარე სეზონში ვაკომ ჩინეთის ჩემპიონატში 4 გოლი გაიტანა და 2-ჯერ სხვას გაატანინა.
რაც შეეხება მის მონაგარს საქართველოს ნაკრებში. 31 მატჩში მან მეტოქის კარი 13-ჯერ დალაშქრა, ასისტი კი 3-ჯერ მიითვალა აქტივში.