მანჩესტერ იუნაიტედიდან ერიკ ტენ ჰაგის განთავისუფლების შემდეგ, ადგილობრივმა მედიამ "წითელ ეშმაკებს" რუბენ ამორიმი დაუკავშირა და როგორც ჩანს, ნიდერლანდელს სწორედ ის ჩაანაცვლებს.
მანჩესტერი და სპორტინგი ამორიმის შესახებ ყველა დეტალზე შეთანხმდნენ. რუდ ვან ნისტელროი იუნაიტედის მთავარი მწვრთნელის პოსტზე 11 ნოემბრამდე დარჩება, შემდეგ კი გუნდს რუბენ ამორიმი ჩაიბარებს.
პორტუგალიელი მწვრთნელის სადებიუტო შეხვედრა 24 ნოემბერს იფსვიჩთან იქნება, რის შესახებაც ინფორმაცია მალე გამოცხადდება. კონტრაქტი 2027 წლამდე გაფორმდება, გამოსასყიდი თანხა კი 10 მილიონი ევრო იქნება.
- წერს ფაბრიციო რომანო.