ბრიტანელი მებრძოლი: "თოფურიას მიწაზე დაჩოქებას ნებისმიერ წამს შევძლებ" » სპორტის ხაზი

ბრიტანელი მებრძოლი: "თოფურიას მიწაზე დაჩოქებას ნებისმიერ წამს შევძლებ"

ბრიტანელი მებრძოლი: "თოფურიას მიწაზე დაჩოქებას ნებისმიერ წამს შევძლებ"
28-10-2024, 13:19
Aa Aa
გაზიარება:

UFC-ის ბრიტანელმა მებრძოლმა, პედი პიმბლეტმა, რომელსაც ილია თოფურიასთან საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა აქვს, ქართველ ჩემპიონზე გამომწვევი კომენტარი გააკეთა.

ვერ დაველოდები იმას თუ როდის დაბრუნდება ილია თოფურია მსუბუქ წონაში. მე ისევ ვფიქრობ, რომ მისი დამარცხება შემიძლია.

მალე ვოლკანოვსკი რემატჩს მიიღებს და იმედი მაქვს, რომ ილიას გაანადგურებს, მაგრამ თუ ის კვლავ ვერ შეძლებს ამის გაკეთებას, მაშინ მე თოფურიას დასაჩოქებლად ნებისმიერ დროს მზად ვარ.

- თქვა პედი პიმბლეტმა.

პიმბლეტსა და თოფურიას შორის ოქტაგონზე დაპირისპირება არასდროს შემდგარა, თუმცა ამ ორ მებრძოლს შორის პაექრობა მედიაში დამცხრალი არც არასდროს ყოფილა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი