დანიის სუპერლიგის მე-13 ტურის შეხვედრაში გიორგი გოჩოლეიშვილის "კოპენჰაგენი" გასვლაზე "ბრონდბიუს" ესტუმრა და ფრედ 0:0 ითამაშა.
სასტარტო თერთმეტეულში გახლდათ სტუმართა ქართველი მცველი, მატჩი სრულად ჩაატარა და Sofascore-სგან შეფასების სახით, 10-ბალიანი სისტემით, 7,3 ქულა დაიმსახურა, რაც ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია ორივე გუნდიდან.