ვოლკანოვსკი: "ილიამ ესპანეთში ჩხუბი დაიმსახურა, იმედია დიდი ხნით ლოდინი არ მომიწევს" » სპორტის ხაზი

ვოლკანოვსკი: "ილიამ ესპანეთში ჩხუბი დაიმსახურა, იმედია დიდი ხნით ლოდინი არ მომიწევს"

ვოლკანოვსკი: "ილიამ ესპანეთში ჩხუბი დაიმსახურა, იმედია დიდი ხნით ლოდინი არ მომიწევს"
27-10-2024, 14:08
Aa Aa
გაზიარება:

26 ოქტომბერს, UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა ილია თოფურიამ ტიტული მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ წარმატებით დაიცვა და მეტოქე მე-3 რაუნდში დაანოკაუტა.

აღნიშნულ ბრძოლას ილიას ყოფილი მეტოქე და ჩემპიონი ალექსანდრ ვოლკანოვსკიც ესწრებოდა, რომელმაც ქართველთან საპასუხო ბრძოლაზე ისაუბრა.

"რემატჩი კარგი იდეაა - ცხადია, მე ბრძოლის ჩატარება სიდნეიში მინდა, მაგრამ თუ ეს მადრიდში მოხდება, ამაზეც თანახმა ვარ. ილიამ ესპანეთში ბრძოლა დაიმსახურა, იმედია დიდი ხნით ლოდინი არ მომიწევს", - განაცხადა ვოლკანოვსკიმ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი