"ტუხელი კარგი არჩევანია, საუთგეითი საშინელი მწვრთნელი და პიროვნება იყო" - გრინვუდს ნაკრებში დაბრუნება სურს » სპორტის ხაზი

"ტუხელი კარგი არჩევანია, საუთგეითი საშინელი მწვრთნელი და პიროვნება იყო" - გრინვუდს ნაკრებში დაბრუნება სურს

"ტუხელი კარგი არჩევანია, საუთგეითი საშინელი მწვრთნელი და პიროვნება იყო" - გრინვუდს ნაკრებში დაბრუნება სურს
გუშინ, 14:39
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად გახსნა ცნობილი, რომ ინგლისის ნაკრებს ტომას ტუხელი ჩაიბარებს.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ, მეისონ გრინვუდს იმედი მიეცა, რომ შესაძლოა ეროვნულ ნაკრებში დააბრუნონ - 23 წლის შემტევმა განაცხადა, რომ ტუხელთან საუბარს აპირებს.

"მისი ინგლისის ნაკრებში დანიშვნა მშვენიერი ამბავია, რადგან უმაღლესი დონის მწვრთნელია და ვფიქრობ ნაკრებს გამოადგება.

საუთგეითის წასვლა მიხარია, რადგან ცუდ მწვრთნელთან ერთად არასასიამოვნო პიროვნებაც იყო, რომელმაც ჩემთვის მეორე შანსის მოცემა არ ისურვა.

შემოთავაზება იამაიკის ნაკრებიდანაც მაქვს, ამიტომ ჯერ მინდა რომ ტუხელს დაველაპარაკო და ვკითხო ჩემი შანსების შესახებ, ამის შემდეგ კი გადაწყვეტილებასაც მივიღებ
", - განაცხადა გრინვუდმა.

ცნობისთვის, გრინვუდს ინგლისის ნაკრებში მხოლოდ 1 მატჩი აქვს ჩატარებული და მისი დეიბუტი სწორედ საუთგეიტის პერიოდში შედგა, თუმცა სექსუალურ სკანდალში მოხვედრის შემდეგ, ნაკრებში მისი კარი დაიხურა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი