UFC-ის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია 26 ოქტომბერს ქამრის დაცვას მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ შეეცდება.
ბრძოლამდე რამდენიმე დღით ადრე, ილიას ყოფილმა მეტოქემ ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.
"რთულია მაქს მოარტყა და გათიშო, ჩემი აზრით ეს ილიას საქმეს ძალიან გაურთულებს - მოუწევს პოზიცია იდეალურად შეარჩიოს, რომ ზუსტი დარტყმა განახორციელოს.
მე ყველა ვარიანტში რევანში და ჩემი ქამრის უკან დაბრუნება მინდა. ამ მებრძოლებიდან ერთ-ერთის არჩევა თუ მომიწევს, მირჩევნია ილიას შევხვდე, რადგან ჩემი ქამარი უკან მინდა დავიბრუნო. თუ მაქსი მოიგებს, ვფიქრობ სიდნეიში ჩხუბის მეტი შანსი მექნება", - განაცხადა ვოლკანოვსკიმ.