კომპანიმ ბარსელონასთან შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა » სპორტის ხაზი

კომპანიმ ბარსელონასთან შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა

კომპანიმ ბარსელონასთან შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა
20-10-2024, 22:22
Aa Aa
გაზიარება:

ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგის სათამაშო დღის ცენტრალური მატჩი კატალონიაში გაიმართება, სადაც ბარსელონა ბაიერნს უმასპინძლებს.

აღნიშნულ მატჩთან დაკავშირებით კომენტარი ბაიერნის ბელგიელმა თავკაცმა, ვენსან კომპანიმ გააკეთა.

ჩვენ მიუნხენის ბაიერნი ვართ, ყოველთვის უნდა ვეცადოთ გამარჯვებას. რა თქმა უნდა, ბარსა ტრადიციული კლუბია და ეს ტრადიციული თამაში იქნება. მაგრამ იმიტომ ვართ ამ შეჯიბრში, რომ მოგვწონს მსგავსი თამაშები.

- თქვა კომპანიმ.

შეგახსენებთ, რომ ორი ტურის შემდეგ ბარსასაც და ბაიერნსაც 3-3 ქულა აქვთ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი