ლა ლიგის მორიგი ტურის შეხვედრაში, მადრიდის "რეალი" გასვლაზე ვიგოს "სელტას" ესტუმრა და 2:1, მბაპესა და ვინისიუსის გოლებით, სძლია.
შეხვედრაში მადრიდელთა ხორვატმა ნახევარმცველმა, ლუკა მოდრიჩმა, დაამყარა რეკორდი, 9 წლისა და 40 დღის ასაკში, ის რეალ მადრიდის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ოფიციალურ მატჩში ითამაშა.
რეკორდი 58 წლის განმავლობაში ხელშეუხებელი იყო და ის უნგრელ ლეგენდას, ფერენც პუშკაშს 1966 წლიდან ეკუთვნოდა.