მადრიდის რეალმა კადისის დამარცხებით ლა ლიგის მორიგი ჩემპიონობა დროზე ადრე გაიფორმა.
ჩემპიონების შემადგენლობაში ითამაშა ლუკა მოდრიჩმა, რომელმაც ფერენც პუშკაშის 1966 წლის რეკორდი მოხსნა.
ხორვატმა ნახევარმცველმა 38 წლის, 7 თვისა და 25 დღის ასაკში მიიღო მონაწილეობა უმაღლესი ჩემპიონატის შეხვედრაში, რითაც უნგრელ მოთამაშეს 7 დღის მაჩვენებლით აჯობა.