გამოძიება დაწყებულია - გახმაურებულ საქმეში მამარდაშვილიც ფიგურირებს! » სპორტის ხაზი

გამოძიება დაწყებულია - გახმაურებულ საქმეში მამარდაშვილიც ფიგურირებს!

გამოძიება დაწყებულია - გახმაურებულ საქმეში მამარდაშვილიც ფიგურირებს!
17-05-2023, 13:15
Aa Aa
გაზიარება:

გიორგი მამარდაშვილის ვალენსიამ 30 აპრილს ლა ლიგის შეხვედრა კადისის წინააღმდეგ გასვლაზე გამართა, სადაც "ღამურები" მეტოქესთან 2:1 დამარცხდნენ, ამავე შეხვედრის მთავარი სასაუბრო თემა კი მასპინძელთა გულშემატკივრები გახდნენ.

როგორც შემდგომში დაიწერა, კადისის უკონტროლო ფანები (სახელად ყვითელი ბრიგადები) შეურაცხყოფას მუხტარ დიახაბისა და გიორგი მამარდაშვილს აყენებდნენ, რაზეც გამოძიებაა დაწყებული.

აღსანიშნავია, რომ დიახაბისა და კადისის ქომაგთა დაპირისპირება ჯერ კიდევ 2021 წელს დაიწყო, როდესაც მუხტარს კადისის მოთამაშემ, კერძოდ ხუან კალამ რასისტული შეურაცხყოფა მიაყენა, ამის გამო კი მატჩი საკმაოდ დიდი ხნით შეწყდა.

Superdeporte დიახაბისა და კადისის გულშემატკივართა დაპირისპირებას ზემოაღნიშნული მიზეზით ხსნის, თუმცა კონკრეტულად რატომ იყო "ყვითელი ბრიგადების" აგრესია ვალენსიას ქართველი მეკარისკენ მიმართული, ეს ჯერჯერობით უცნობია და გამოძიებას ექვემდებარება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი