[VIDEO] რიჩარლისონს ტრიბუნებიდან ბანანი ესროლეს » სპორტის ხაზი

[VIDEO] რიჩარლისონს ტრიბუნებიდან ბანანი ესროლეს

[VIDEO] რიჩარლისონს ტრიბუნებიდან ბანანი ესროლეს
28-09-2022, 17:45
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, პარკ დე პრანსმა ბრაზილიისა და ტუნისის ნაკრებთა ამხანაგურ შეხვედრას უმასპინძლა, სადაც ტიტეს გუნდმა 5:1 გაიმარჯვა. გარდა იმისა, რომ შეხვედრა რაფინიას ულამაზესი გოლით გამოირჩა, კიდევ ერთი ფაქტია გამოსაყოფი.

მას შემდეგ, რაც ტუნისმა ანგარიში გაათანაბრა, გოლის გატანის შესაძლებლობა "ტოტენჰემის" ფორვარდმა, კერძოდ რიჩარლისონმა მიიღო, რომელმაც საქმე იდეალურად შეასრულა და თავისი გუნდი დააწინაურა, აღშფოთებულმა გულშემატკივრებმა კი აგრესიის გამოხატვა რასისტული ქცევით დაიწყეს (იხილეთ ვიდეო).

აღსანიშნავია, რომ მატჩს უძღოდა ბრაზილიელთა ანტი რასისტული გზავნილი, სადაც ეწერა: "ჩვენ არ გვექნებოდა მაისურებზე ამდენი ვარსკვლავი იმ შემთხვევაში, თუ შავკანიანი ფეხბურთელები ჩვენთან არ ითამაშებდნენ".

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი მოთამაშისთვის ბანანის სროლით რასისტული შეუარცხყოფის მიყენების მცდელობა ადრეც გვინახავს. ეს მაშინ მოხდა, როდესაც "ბარსელონაში" მოთამაშე დანი ალვეში კუთხურის მოსაწოდებლად მიდიოდა, რა დროსაც მისი მისამართით გულშემატკივრება ბანანი ისროლეს, ბრაზილიელმა კი ბანანი შეჭამა და სტანდარტული ჩვეულებრივ გამოიყენა..


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი