31 წლის იუვენტუსის ნახევარმცველმა პოლ პოგბმამ მედიასთან საკუთარ მომავალზე ისაუბრა.
"მზად ვარ, ხელფასი შევიმცირო და იუვენტუსში გავაგრძელო თამაში - ახლა მხოლოდ ვარჯიშა და იუვეში თამაშზე ვფიქრობ.
განვიხილავ თუ არა მილანში ტრანსფერს? ეს შეუძლებელია. თვით ზლატან იბრაჰიმოვიჩმაც რომ დამირეკოს, იუვენტუსს მაინც არ ვუღალატებ.
იუვენტუსისგან შეთავაზების მისაღებად პეპ გვარდიოლა უარით გავისტუმრე", - განაცხადა პოგბამ.
შეგახსენებთ, ფრანგ ნახევარმცველს დოპინგ სკანდალის გამო 4-წლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრებოდა, თუმცა საჩივარი 18 თვემდე შეუმცირდა და ოფიციალურ მატჩებში მონაწილეობის მიღება მარტიდან შეეძლება.
რაც შეეხება იუვენტუსთან კონტრაქტს, პოგბას იტალიურ კლუბთან ხელშეკრულება 2026 წლის ივნისამდე აქვს გაფორმებული.