ტურინის "იუვენტუსის" ფრანგ ნახევარმცველ პოლ პოგბას შესაძლოა უმძიმესი სასჯელი დააკისრონ.
ფრანგი ფეხბურთელი დოპინგ სკანდალში გაეხვა და სავარაუდოდ ფეხბურთს დიდი ხნით ჩამოაშორებენ.
Sky Sports-ის ინფორმაციით პოგბას დოპინგ ტესტმა დადებითი პასუხი რამდენჯერმე აჩვენა, რის გამოც, მინიტორინგის სამსახური მისი ფეხბურთიდან 4 წლით მოკვეთას ითხოვს.
პოგბამ ამ სეზონში სულ რაღაც ორი შეხვედრა ჩაატარა და კლუბთან კონტრაქტი 2026 წელს ეწურება.