ტურინის "იუვენტუსის" ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ, დოპინგ-ტესტი ჩააგდო.
ტურინელებმა "უდინეზე" 3-0 დაამარცხეს, ამის შემდეგ კი რამდენიმე ფეხბურთელი დოპინგზე შეამოწმეს, თუმცა ფრანგმა ნახევარმცველმა ის ვერ გაიარა. საქმე ისაა, რომ პოგბას ტესტოსტერონის კვლავი აღმოაჩნდა.
მართალია, უშუალოდ "უდინეზესთან" მას არ უთამაშია, მაგრამ მონაწილეობა შემდეგ 2 შეხვედრაში მიიღო, ხოლო "უდინეზესთან" განაცხადში იყო.
ახლა ყველაფერი განმეორებით ტესტზეა დამოკიდებული - თუ პოგბამ ისიც ვერ გაიარა, დაისჯება.