ბოლო დროა გახშირდა ცნობები თურქული "გალათასარაის" დიდ ინტერესთან მიქაუტაძის თავიანთ გუნდში დამატებასთან დაკავშირებით.
"ამ ტრანსფერის პერიოდში სახელებზე საუბარი სწორი არ არის. მიქაუტაძე მომწონს. უკვე სამი წელია, რაც მას ვაკვირდებით. მისმა თამაშმა ჯერ კიდევ საფრანგეთის მეორე ლიგაში მიიქცია ჩემი ყურადღება, შემდეგ ის "აიაქსში" წავიდა და შემდგომში "ლიონმა" შეიძინა.
მნიშვნელოვანი მოთამაშეა. თუმცა, ჩვენი პრიორიტეტი არაა რომელიმე მოთამაშეზე დაჟინებით მოქმედება"
- ამბობს "გალათასარაის" თავკაცი ოქან ბურუქი.