ქართველმა თავდამსხმელს, გიორგი მიქაუტაძეს, ფრანგულ "ლიონთან" 4-წლიანი კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.
ეს ტრანსფერია, "მეციდან" შედგა და მისი ღირებულება შეადგენს 18,5 მილიონ ევროს, რომელსაც შესაძლებელია დაემატოს დამატებითი თანხები მაქსიმუმ 4,5 მილიონი ევროს ოდენობით, ასევე შესაძლებელია მომავალ ტრანსფერებში 1 მილიონი ევრო და 15%-იანი პროცენტი შემდგომ გაყიდვაზე.
გიორგი თავისი განსაკუთრებული შედეგიანობითა და მარგი ქმედებით მსოფლიო კლუბების ყურადღების ცენტრში მოექცა. და პირველი რომელმაც, ინტერესი გამოხატა "გალათასარაი"იყო. თურქები თავდასხმის გაძლიერებას ცდილობენ და მიქაუტაძის სახელიც მოინიშნეს.
თურქული კლუბის სიაში ყოფნის გარდა, ლიონელთა თავდამსხმელს სხვა მსურველებიც ჰყავს.
გავრცელებული ინფორმაციით, "ევერტონი" და ლევერკუზენის "ბაიერი" ასევე ინტერესდებიან მისი გადაბირებით. მათ პირველადი კავშირები უკვე დაამყარეს.
თუმცა, როგორც ცნობილი ხდება, გამომდინარე იქიდან, რომ მიქაუტაძეს ლიონის დატოვება არ სურს, როგორც პრემიერლიგური და ბუნდესლიგური, ისე თურქული კლუბისთვის შეთანხმების მიღწევა საკმაოდ რთული საქმე იქნება.