ნაპოლი სერია A-ში წლის ბოლო შეხვედრას ხვალ, 28 დეკემბერს გამართავს, მეტოქე კი ვენეცია იქნება.
მოგეხსენებათ, რომ ხვიჩა კვარაცხელია ტრავმიდან დაბრუნდა და თამაში უკვე შეუძლია, თუმცა იქნება თუ არა ქართველი სასტარტოში, ეს კიდევ საკითხავია.
Tutto Napoli ვარაუდობს, რომ წლის ბოლო მატჩს ქართველი ძირითადიდან დაიწყებს.
ნაპოლიში კარგად ესმით, რომ ნერესი ამ მომენტში ძალიან პროდუქტიულია, თუმცა ისიც კარგად იციან, რომ ბრაზილიელი ქართველის კლასამდე ახლოსაც ვერ მივა.