გერმანულმა პორტალმა, Transfermarkt-მა ესპანეთის ლა ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელების სატრანსფერო ფასები განაახლა.
აღნიშნული ცვლილებები საქართველოს ნაკრებისა და ვალენსიას მეკარე გიორგი მამარდაშვილსაც შეეხო.
მოგეხსენებათ, რომ მამარდა აქამდე 45 მილიონი ღირდა, ახალი მონაცემებით კი ქართველი მეკარე 5 მილიონით ნაკლები ღირს.