გუშინ, 14 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული ნაკრები შინ ალბანეთთან დამარცხდა, 0:1.
მატჩის შემდგომ, სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა ჩვენი გუნდის კარის დარაჯმა, გიორგი მამარდაშვილმა.
"ფეხბურთში არის რთული მომენტები, რომელიც უფრო ძლიერს გხდის.
მინდა მადლობა გადაგიხადოთ გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის.
შევხვდებით ნოემბერში,უფრო დიდი ენერგიით და გაორმაგებული მოტივაციით!"
- წერს "მამარდა".