გუშინ, ლალიგის პირველ ტურში გიორგი მამარდაშვილის ვალენსია გასვლაზე სევილიას დაუპირისპირდა და ანგარიშით 1:2 იმარჯვა.
მართალი,ა სანჩეს პისხუანზე თეთრები ფავორიტები იყვნენ, თუმცა 'ღამურებმა' დაცვაში კარგი თამაშით და საჭირო მომენტების რეალიზებით შეხვედრა მოიგეს და აქტივში სამი ქულა ჩაიწერეს.
ვალენსია მე-60 წუთზე მუქტარ დიახაბიმ დააწინაურა, მაგრამ 10 წუთში მასპინძლებმა იუსეფ ენ-ნესირის გოლით ანგარიში გაათანაბრეს. სევილიელებისთვის თითქოს ეს მუხტი გადამწყვეტი უნდა ყოფილიყო თამაშის მოსაგებად, თუმცა სტუმრებმა რიცხობრივი უპირატესობა კარგად გამოიყენეს და 89-ე წუთზე ხავი გერამ გამარჯვების გოლი გაიტანა.