ლა ლიგის მე - 10 ტურში ერთმანეთს "სევილია" და "ვალენსია" დაუპირისპირდნენ. დაძაბული მატჩისა და ბოლო წუთების დრამის მიუხედავად, შეხვედრა, ანგარიშით 1-1 დასრულდა.
აღსანიშნავია ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის გამორჩეული მატჩი. "ღამურების" ერთ-ერთმა ლიდერმა შეხვედრის მიმდინარეობისას არაერთი ულამაზესი სეივი შემოგვთავაზა და ესპანური გუნდი გაშვებული გოლებისგანაც იხსხნა. თუმცა ,86-ე წუთზე მასპინძლებმა გიორგის კარში გოლის გატანა მაინც მოახერხეს.
სანჩეს-პისხუანზე ჩატარებული მატჩის შემდეგ, SofaScore-მ ფეხბურთელები ჩატარებული შეხვედრის მიხედვით შეაფასა. მამარდაშვილმა უცხოური გვერდისგან შეფასების სახით 7.2 ქულა დაიმსახურა, რომელიც კლუბის რიგებში მეოთხე საუკეთესო შედეგი გამოდგა.