საქართველოს 21-წლამდე ვაჟთა ნაკრები, 15 ოქტომბერს, ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე უეფას 2025 წლის 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში, ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს.
რამაზ სვანაძის გუნდმა, გუშინ რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე მატჩისწინა ვარჯიში გამართა. შეხვედრა 20:00 საათზე დაწიყება, ხოლო სტადიონის კარი, 18:00 საათზე მატჩამდე 2 საათით ადრე გაიღება. შენგელია არენას სალარო, მატჩის დღეს დილის 10:00 საათიდან იმუშავებს.
ვარჯიშზე მიღებული მიკრო ტრავმის გამო, დღევანდელ მატჩს გიზი მამაგეიშვილი გამოტოვებს.
შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს, საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
წყარო: nakrebi.ge