უმარ ნურმაგომედოვი UFC-ის ქართველი ჩემპიონის, მერაბ დვალიშვილის შესახებ კიდევ ერთხელ ალაპარაკდა.
"თუ მერაბზე, როგორც მებრძოლზე ვისაუბრებთ, ვფიქრობ ის ერთ-ერთი საუკეთესოა, მან ზედიზედ 10-ჯერ იმარჯვა, ის ჩემპიონია, რეკორდები, "თეიქდაუნები", ეს გასაოცარია, მან ბევრი იმუშავა და სწორედ ასე გაჩემპიონდა, ეს ამბავი ფილმის შესახებაა."
"მე უბრალოდ ბრძოლა მინდოდა, მინდა საქმით დავკავდე, მინდა აქტიურად ვიყო. თუ დვალიშვილი რამადანის დღესასწაულამდე, იანვარში ან თებერვალში არ შემებრძოლება, მაშინ სხვა ოპონენტს მოვძებნი."
- ამბობს უმარი.