არგენტინამ ვენესუელაში ქულები დაკარგა - ბრაზილიამ ძლივს მოიგო » სპორტის ხაზი

არგენტინამ ვენესუელაში ქულები დაკარგა - ბრაზილიამ ძლივს მოიგო

არგენტინამ ვენესუელაში ქულები დაკარგა - ბრაზილიამ ძლივს მოიგო
11-10-2024, 15:05
Aa Aa
გაზიარება:

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი სამხრეთ ამერიკაში გრძელდება. მორიგი შეხვედრები გამართეს არგენტინამ და ბრაზილიამ, აქედან მოგება კი მხოლოდ ბრაზილიელებმა შეძლეს.

ლიონელ სკალონის გუნდი ვენესუელას ეწვია და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. შეუცვლელად ითამაშა ლეო მესიმ, რომლის ყოფნამაც მსოფლიოს ჩემპიონებს ვერ უშველა. არგენტინამ ანგარიში მატჩის მე-13 წუთზე გახსნა, გოლის ავტორი კი ნიკოლას ოტამენდი გახდა. რაც შეეხება მასპინძლებს, მათ სოლომონ რონდონის გოლით 65-ე წუთზე გაათანაბრეს და მნიშვნელოვანი ერთი ქულა მოიპოვეს.

ბრაზილია ჩილეს ეწვია და შეხვედრა 89-ე წუთზე ლუის ენრიკეს ოქროს გოლით მოიგო. ანგარიში ჩილემ დასაწყისშივე, კერძოდ მე-2 წუთზე ედუარდო ვარგასის გოლით გახსნა, მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონმა კი იგორ და კრუზის გოლით 46-ე წუთზე გაათანაბრა. როგორც გითხარით, ბრაზილიამ თამაში მატჩის მიწურულს მოიგო, როდესაც ბოტაფოგოს ფორვარდმა ბრუნო გიმარაეშის საგოლე პასი გოლად აქცია.

არგენტინა ამ მომენტისთვის შესარჩევის პირველ ადგილს მოპოვებული 19 ქულით იკავებს, ბრაზილია კი მე-4 ადგილზე 13 ქულითაა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი