საქართველოს ეროვნული ნაკრები 11 ოქტომბერს უკრაინას გასვლაზე შეხვდება და შეეცდება, რომ ერთა ლიგის ჯგუფში ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვოს.
აღნიშნულ მატჩთან დაკავშირებით კომენტარი გორის დილას ყოფილმა თავდამსხმელმა, უკრაინელმა მიკოლა კოვტალიუკმა გააკეთა.
საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დღეს 17 ისეთი ფეხბურთელია, რომელიც მაშინ, ჩემი იქ ყოფნის პერიოდში ეროვნულ ლიგაში თამაშობდა. სხვათა შორის, მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მეკარისთვის, გიორგი მამარდაშვილისთვის გოლი მაქვს გატანილი. იმედია, უკრაინის ნაკრების ფეხბურთელებიც შეძლებენ იგივეს.
- თქვა კოვტალიუკმა.
ცნობისთვის, უკრაინისა და საქართველოს ბოლო შეხვედრა 2015 წელს ამხანაგურ დონეზე შედგა, სადაც მეტოქემ 2:1 დაგვამარცხა.