საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე შვედეთთან დღეს უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის, რის შესახებაც ასაკობრივში გამოძახებულმა ირაკლი აზაროვმა ისაუბრა.
რა თქმა უნდა, მიხარია 21-წლამდელებში დაბრუნდება და ისიც, რომ ასეთ თამაშში ვეხმარები გუნდს. ვიცით, რა მნიშვნელობის მატჩები გველოდება არამხოლოდ ხვალ, 15-ში მაკედონიასთანაც. ყველანაირად ვემზადებით, რომ ორივე თამაში მოვიგოთ და ევროპის საგზური მოვიპოვოთ.
- თქვა აზაროვმა.
ამ მომენტისთვის საქართველო ჯგუფში მეორე ადგილს 16 ქულით იკავებს, შვედეთი კი 14 ქულით მესამეზეა, შესაბამისად, სკანდინავიელები დღეს ჩვენთან მოგებაზე ითამაშებენ, ჩვენ კი ქულის აღებაც ხელს დიდად შეგვიწყობს.