კვარაცხელია: "როცა რონალდომ ეს მითხრა, სიხარულისგან მეცხრე ცაზე ვიყავი.." » სპორტის ხაზი

კვარაცხელია: "როცა რონალდომ ეს მითხრა, სიხარულისგან მეცხრე ცაზე ვიყავი.."

კვარაცხელია: "როცა რონალდომ ეს მითხრა, სიხარულისგან მეცხრე ცაზე ვიყავი.."
გუშინ, 23:40
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების და იტალიური ნაპოლის შემტევმა, ხვიცა კვარაცხელიამ FIFA-ს ოფიციალურ საიტთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, სადაც არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა.

მათ შორის, ხვიჩამ ევრო 2024-ზე პორტუგალიასთან მატჩი და კრიშტიანო რონალდოსთან შეხვედრა გაიხსენა.

"ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიასთან მატჩი უმნიშვნელოვანესი იყო. ისეთი ფეხბურთელის წინააღმდეგ ვითამაშე, რომელსაც ბავშვობაში თვალს ვადევნებდი და ვაღმერთებდი.

სანამ შეხვედრა დაიწყებოდა, ჩემს თავს ვუთხარი, რომ ჩემი მომენტი იყო და მოედანზე საკუთარი უნარები უნდა წარმომეჩინა. საკუთარი კერპის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის უდიდესი მოტივაციაა და საოცარი შეგრძნება იყო.

რონალდო ჩემთან მოვიდა და წარმატება მისურვა - ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე ვიყავი...
", - განაცხადა კვარაცხელიამ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი