VIDEO: სოფელ არხილოსკალოში ლაშა ბექაურის სახელობის სპორტ კომპლექსი გაიხსნა » სპორტის ხაზი

VIDEO: სოფელ არხილოსკალოში ლაშა ბექაურის სახელობის სპორტ კომპლექსი გაიხსნა

VIDEO: სოფელ არხილოსკალოში ლაშა ბექაურის სახელობის სპორტ კომპლექსი გაიხსნა
გუშინ, 20:28
Aa Aa
გაზიარება:

სოფელ არხილოსკალოში ლაშა ბექაურის სახელობის სპორტ კომპლექსი გაიხსნა, რომელიც 100 მაყურებელზე გათვლილ ძიუდოს და ჭიდაობის დარბაზს მოიცავს, ასევე ფიზიკური მომზადების და ძალოსნობის სივრცესაც.

აღნიშნულ ფაქტზე კომენტარი რუსთავი 2-თან მიცემულ ინტერვიუში ლაშა ბექაურმაც გააკეთა.

"მე სადაც გავიზარდე, იყო ძალიან რთული პირობები და ძალიან რთულ პირობებში მომიწია ვარჯიში. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მოტივაციაც იყო ეს ჩემთვის. შემდეგ უკვე როცა საშუალება მომეცა, რომ ჩემი ქვეყნის სახელი გამეტანა ფარგლებს გარეთ და პირველი ოლიმპიადა მოვიგე, რომ ჩამოვედი, მაშინ ჩაეყარა საფუძველი ამ დარბაზის მშენებლობას და ბედნიერი ვარ იმით, რომ მე შევძელი ჩემი სოფლისთვის ამის გაკეთება და ბედნიერი ვარ იმით კიდევ, რომ ჩემს სოფელში გაიზრდებიან ისეთი ვაჟკაცები, რომლებიც თავის სამშობლოს გამოადგებიან," - აცხადებს ლაშა ბექაური.

იხილეთ ვიდეო: (Rustavi 2)


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი