უკრაინასთან მატჩამდე 2 დღით ადრე - ძალიან მაგარი ამბავი ნაკრების შეკრებიდან » სპორტის ხაზი

უკრაინასთან მატჩამდე 2 დღით ადრე - ძალიან მაგარი ამბავი ნაკრების შეკრებიდან

უკრაინასთან მატჩამდე 2 დღით ადრე - ძალიან მაგარი ამბავი ნაკრების შეკრებიდან
გუშინ, 21:57
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს.

8 ოქტომბერს, პოზნანში გამართულ მეორე გუნდურ ვარჯიშზე 20 ფეხბურთელი მონაწილეობდა, სადაც არ ჩანდა ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი გველესიანი - პრესსამსახურის ცნობით, ისინი ინდივიდუალური პროგრამით ემზადებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩამ გასულ ტურში, კომოსთან მატჩში (3:1) ფეხზე მცირე დაზიანება მიიღო, რის გამოც არსებობდა ალბათობა, რომ ქართველი შემტევი უკრაინასთან მატჩისთვის ნაკრების დახმარებას ვერ შეძლებდა.

საბედნიეროდ, დღევანდელ ვარჯიშზე ეს ეჭვები გაქარწყლდა - გველესიანიც და კვარაცხელიაც გუნდურ ვარჯიშზე გამოჩდნენ და მოახლოებული მატჩისთვის სრული დატვირთვით ემზადებიან.

უკრაინასთან მატჩს ვილი სანიოლის გუნდი 11 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი