საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის ოქტომბრის მატჩებისთვის მზადებას იწყებს.
11 ოქტომბერს, ჩვენი გუნდი პოლონეთის ქალაქ პოზნანში უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს, ხოლო 14 ოქტომბერს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ალბანეთს უმასპინძლებს.
საქართველოს ნაკრები მატჩებისთვის მზადებას 7 ოქტომბერს, პოლონეთში დაიწყებს. მოსამზადებელი ეტაპის და მოახლოებული თამაშების შესახებ, ნაკრების თავკაცთან, ვილი სანიოლთან ერთად, ასევე ისაუბრა სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმაც.