ლევანდოვსკი: “მესისთან თამაშს ვისურვებდი” » სპორტის ხაზი

ლევანდოვსკი: “მესისთან თამაშს ვისურვებდი”

ლევანდოვსკი: “მესისთან თამაშს ვისურვებდი”
25-12-2022, 10:32
Aa Aa
გაზიარება:

“ბარსელონას" შემტევმა, რობერტ ლევანდოვსკიმ Mundo Deportivo-სთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.
კატალონიუ ბარსელონას" პოლონელმა გოლეადორმა რობერტ ლევანდოვსკიმ Mundo Deportivo-სთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.

კატალონიურმა გამოცემამ 34 წლის ცენტრფორვარდს ლიონელ მესისთან თამაშის შესაძლებლობაზე ჰკითხა.

"რაზე ვილაპარაკეთ მე და მესიმ? ამას არ გაგიმხელთ, მაგრამ გეტყვით, რომ სასიამოვნო დიალოგი იყო. ვფიქრობ, მსგავსი რაღაცების ახსნა საჭირო არაა, რადგან ეს პირადულია.

მსოფლიო ჩემპიონატამდე მუდამ ვამბობდი, რომ არგენტინის ნაკრები ფავორიტი იყო. როცა ვინმე ფავორიტის დასახელებას მთხოვდა, ყოველთვის არგენტინას ვახსენებდი. საუდის არაბეთთან წაგების შემდეგაც კი, დარწმუნებული ვიყავი, რომ ისინი ფინალს მიაღწევდნენ და გაიმარჯვებდნენ.

მესისთან ერთად თამაში? ეს ჩემზე არაა დამოკიდებული. რა თქმა უნდა, ამას ვისურვებდი. ვხედავთ, რომ მესი ახლა უფრო გამთამაშებელია, შედარებით ნაკლებჯერ ურტყამს კარში და თანაგუნდელებს უფრო მეტ პასს უკეთებს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, გოლები მაინც გააქვს.

ლეო ახლა ის ფეხბურთელი, რომლის გვერდით თამაშსაც ყველა ცენტრფორვარდი ისურვებდა.”

შეგახსენებთ, რომ ლევანდოვსკი და მესი ერთმანეთს მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე შეხვდნენ. პოლონეთი 1/8 ფინალში გამოვარდა, არგენტინა კი ჩემპიონი გახდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი