უკრაინელი მწვრთნელი: "დარწმუნებული ვარ, რომ ვერ მოგვიგებენ" » სპორტის ხაზი

უკრაინელი მწვრთნელი: "დარწმუნებული ვარ, რომ ვერ მოგვიგებენ"

უკრაინელი მწვრთნელი: "დარწმუნებული ვარ, რომ ვერ მოგვიგებენ"
გუშინ, 14:55
Aa Aa
გაზიარება:

უკრაინელმა მწვრთნელმა, მირონ მარკევიჩმა თქვა, რომ მისი ნაკრები საქართველოსთან არ წააგებს მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში დიდი ტრავმიანობაა, საქართველო კი დიდი ტემპებით პროგრესირებს.

სანიოლის ხელში საქართველო დაცვით, ორგანიზებულ ფეხბურთს თამაშობს, რამაც მათ კარგი შედეგები მოუტანა, თუმცა ქართველებისთვის ყოველთვის შემტევი სტილის ფეხბურთი იყო დამახასიათებელი. მათ ევროზეც კარგად იასპარეზეს და ერთა ლიგაც ასევე დაიწყეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ჩვენთან ფავორიტები იქნებიან.

ნაკრებში ტრავმიანობაა, თუმცა მაინც მგონია, რომ საკმარისი მზადყოფნა გვაქვს. ჩვენ ჩვენი კოზირები უნდა გამოვიყენოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს დამარცხებას ვერ შეძლებენ.

- თქვა უკრაინელმა მწვრთნელმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინა საქართველოს ხვალ, პოლონეთის ქალაქ პოზნანში უმასპინძლებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი