საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის შეხვედრა შვედეთთან წააგო, ანგარიშით 2:3.
ჩვენი გუნდი კონკურენტთან წაგებით 7 ტურის შემდეგ 16 ქულით ჯგუფში მესამე ადგილზე დაქვეითდა.
სვანაძის გუნდს პლეი-ოფში მოხვედრის შანსები ისევ რჩება.
2025 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის შემდეგ მატჩს ქუთაისში, ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების წინააღმდეგ 15 ოქტომბერს 20:00 საათზე გამართავს. თუ შვედეთი ნიდერლანდებთან დამარცხდება და საქართველო გაიმარჯვებს, ჩვენი 21-წლამდელები მეორე ადგილზე გავლენ და პლეი-ოფშიც ითამაშებენ.