საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაზე რიგით მესამე შეხვედრას უკრაინასთან 11 ოქტომბერს პოლონეთის ქალაქ პოზნანში გამართავს.
აღნიშნულ მატჩთან დაკავშირებით კომენტარი უკრაინის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ალექსანდრ კუჩერმა გააკეთა, რომელსაც კომენტარზე დიდი სასოწარკვეთა ეტყობა.
ამ მატჩებში უამრავი ფეხბურთელი დაგვაკლდება. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ეს მოთამაშეები ჩვენს განკარგულებაში იყვნენ, უკრაინას თამაში მაინც უჭირდა, ახლა კი ისინიც აღარ გვყავს და საერთოდ რისი ან ვისი იმედი უნდა გვქონდეს?!
- თქვა კუჩერმა.
ცნობისთვის, საქართველოსა და უკრაინას ჯამურად ისტორიაში 9-ჯერ უთამაშიათ, საიდანაც მეტოქემ 6-ჯერ მოიგო, სამჯერ კი ფრე დაფიქსირდა.