საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაზე რიგით მესამე შეხვედრას უკრაინასთან 11 ოქტომბერს პოლონეთის ქალაქ პოზნანში გამართავს.
აღნიშნული მატჩის შესახებ საკუთარი აზრი გამოთქვა უკრაინის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, ანდრეი ვორობეიმ, რომელსაც მიაჩნია, რომ მისმა ნაკრებმა შემტევ ფეხბურთზე უარი არ უნდა თქვას.
თუ საქართველოსთან უკან ჩავჯდებით და დაველოდებით თუ როდის გაიხსნიან თამაშს, ასე წარმატებას ვერ მივაღწევთ. ჩვენი შანსი მაშინ გაიზრდება თუ შეტევაზე უარს არ ვიტყვით და აგრესიულ ფეხბურთს ვითამაშებთ. ჩვენ რაც უფრო მაღლა ავალთ და მეტოქის კარს წნეხის ქვეშ ვამყოფებთ, ასე მოგება უფრო მეტად შეგვეძლება.
- თქვა ვორობეიმ.
ცნობისთვის, საქართველოსა და უკრაინას ჯამურად ისტორიაში 9-ჯერ უთამაშიათ, საიდანაც მეტოქემ 6-ჯერ მოიგო, სამჯერ კი ფრე დაფიქსირდა.